მარიამ ოსიაშვილი, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის მონაწილე სოფელ ენისელში საზოგადოებრივი აქტივობების და ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობს. „ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ადამიანების ცნობიერების ამაღლება მათი ცხოვრების კეთილდღეობაზე ზრუნვა, ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ სხვადასხვა სერვისები თემს, ვასწავლოთ ლიდერობა და აქტიური მოქალაქეობა, ასევე პრობლემების გამოვლენის და მოგვარების გზები.“ ამბობს მარიამი. მისი ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის“ ოფიციალურად 2019 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2013...