მარინა კაკიაშვილი-რუაძე გურჯაანიდან სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის 2018 წლის მონაწილეა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოტაა სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია და ერთ-ერთი მის მიერ დაარსებული არასამთავრობოა „ქალები რეგიონიდან – საზოგადოების განვითარებისთვის“. მარინას თქმით რეგიონში ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და სერვისები ბავშვთა ფსიქიკური განვითარებისა და ნევროლოგიის კუთხით – გურჯაანში ფაქტიურად არ არიან ბავშვთა ფსიქოლოგები, ვინც ბაღებსა და სკოლებში იმუშავებდნენ, ამასთან მშობელთა...
ქეთევან მჭედლიშვილი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თბილისიდან, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში 2018 წელს ჩაერთო. ის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლაში განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვებთან, ამჟამად კი აქტიურად თანამშრომლობს მრავლობითი შეზღუდვის მქონე ადამიანების ორგანიზაციასთან „ვოლფრამის სინდრომი საქართველო“, სადაც ორგანიზაციის დამფუძნებელ მაცაცო ხაჭაპურიძესთან ერთად სოციალური ინკლუზიის თემაზე საზოგადოებაში ცნობიერებას გაზრდაზე მუშაობს. ქეთი ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანებს ყველაზე მეტად თანასწორად...
ჯონი კაპანაძე, თბილისი „საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს. ეს ქვეყანა ჩემ გაოცებას მეცამეტე წელია თავისუფლად ახერხებს – ადამიანს მთელი ცხოვრება შეიძლება არ ეყოს საქართველოს აღმოსაჩენად“. ამბობს ჯონი კაპანაძე, 2018 წლის სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის მონაწილე, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი და აქტივისტი. ჯონის მიზანი საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებაა. ის აქტიურადაა ჩართული სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციაში, ლაშქრობებისა და ბანაკების...
ასმათი ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრი და მუნიციპალიტეტის თანამშრომელია. 2017 წლიდან მოყოლებული ის აქტიურადაა ჩართული LAG-ისა და მუნიციპალური სტრატეგიების შემუშავებაში, აქტიურად ურთიერთობს ხულოს მოსახლეობასთან და თანამშრომლობს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან. სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობა ასმათმა საკუთარი ცოდნისა და უნარების გასავითარებლად  გადაწყვიტა – ის ამბობს, რომ ადრე საპროექტო განაცხადების შემუშავებას რთულად უდგებოდა და ეძნელებოდა კიდეც. ეს...