“პანდემიამ თითქოს ხელის გულზე გამოაჩინა ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების ყოველდღიურობის სიმყიფე. ძიძები და სხვა საოჯახო მშრომელები პანდემიასთან დაკავშირებულ ანტიკრიზისულ ზომებს მიღმა დარჩნენ. სახელმწიფომ არ გაითვალისწინა, რომ ისინი ვერ წარმოადგენდნენ ცნობას დასაქმებულობის შესახებ, რაც დახმარების მიღების წინაპირობა იყო. ძიძები და საოჯახო მშრომელები დამსაქმებელთა კეთილ ნებაზე გახდნენ დამოკიდებული.” ინა ჩარკვიანის სტატია “ძიძების ცხოვრება, ანუ შრომა უფლებების გარეშე”. ...
სტატია მიმოიხილავს საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციების მმართველობასთან და ანგარიშვალდებულ სტრუქტურასთან  დაკავშირებულ გამოწვევებს და მათ განიხილავს „დომინანტური კოალიციების“ თეორიის პრიზმაში.  ავტორები: ფრედრიკ ო. ანდერსონი, დეივიდ ო. რენცი მიდვესტის არასამეწარმეო ლიდერობის ცენტრის მკვლევრები, სტენდფორდის უნივერსიტეტის არასამეწარმეო ორგანიზაციების კვარტლური გამოცემის კონტრიბუტორი ავტორები. იხილეთ ვრცლად >>
სკოლის ბაზაზე თანამშრომლობასა და უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული კულტურის შექმნის ალტერნატიული მეთოდოლოგია იხილეთ ვრცლად >>  
გამოწვევა:  მეცნიერებაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლების ტექნიკების ნაკლებობა. ვინ/რომელი ორგანიზაცია მუშაობდა მის განვითარებაზე:  ინგლისში დაწყებითი სკოლები მუშაობდნენ University College London (UCL)-თან ერთად ორწლიან საპილოტე პროექტზე (2014-2016 აკადემიური წელი), რომლის მიზანი იყო სკოლებში კვლევის გამოყენების გაზრდა. საპილოტე პროექტი ფინანსდებოდა განათლების პროგრამის ფონდის (EEF) მიერ. საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი სკოლის რაოდენობა იყო 60, ხოლო საკონტროლო სკოლების რაოდენობა...
ნაშრომში აღწერილია ავსტრიაში გატარებული მასშტაბური სასკოლო რეფორმა -,,ახალი საშუალო სკოლა(NMS),’’ რომლის განხორციელებაც 2008 წელს დაიწყო და 2019 წელს სრულდება. რეფორმის გაცხადებული მიზანია სწავლების თანასწორობისა და სრულყოფის მიღწევა – სკოლები გადავიდნენ სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე და განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რაც განათლების მოქნილობასა და ხელმისაწვდომობაში აისახა. ასევე, რეფორმის მიზანია სკოლის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის აღქმა ლიდერ მასწავლებლების-ლერნდიზაინერების დახმარებით. ლერნდიზაინერები...
კვლევა აანალიზებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მუნიციპალიტეტის ორგანოების ადგილობრივ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო პროგრამებში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებსა და პრაქტიკას. კვლევაში გაანალიზებულია მოქალაქეთა მონაწილეობის, როგორც კოდექსით გათვალისწინებული, ასევე  მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული შემდეგი 10 ფორმა: ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია მოქალაქეთა მონაწილეობის სფეროში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გამოწვევები და შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche...
დოკუმენტი მომზადებულია „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ მიერ, პროექტის „ინტეგრირებული ზრუნვის” ფარგლებში. “საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ არის ჯანდაცვის სექტორში მოქმედი 40-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ შექმნილი სამი კოალიციის გაერთიანება, რომლის მისიაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინტეგრირებული ზრუნვის განვითარების ხელშეწყობა. 2020 წელს “საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ” შეიმუშავა ბიოფსიქოსოციალური მიდგომის სახელმძღვანელო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, დანერგა დისტანციური სასწავლო პროგრამა. წინამდებარე ნაშრომი...
დოკუმენტის მომზადებისას გამოყენებული მასალები ეფუძნება 2012 წლის გაზაფხულზე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიათა ციკლის დროს გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილოებით ჩატარდა. ვრცლად >>
კვლევა მოიცავს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გავრცელებულ ფორმებსა და მექანიზმებს, პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის სააერთაშორისო გამოცდილებას, საქართველოში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის მიმოხილვას, რომელიც აწესრიგებს პოლიტიკის ფორმირების პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროცესს, ასევე უშუალოდ აჭარის რეგიონში შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების – აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2016-2020 წლების სტრატეგიის და აჭარის...
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მეთოდოლოგიური რეკომენდაციები და მაგალითები სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ სწავლა-სწავლების პროცესის მხარდასაჭერად. ასევე, კრებული ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს სოციალური აქტივიზმისათვის მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებაშიც. სახელმძღვანელო მომზადდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ შემუშავებული სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ საუნივერსიტეტო კურსის დამხმარე მეთოდურ რესურსად. აღნიშნული კურსი 7 უნივერსიტეტში ხორციელდება 2019 წლიდან. იხილეთ ვრცლად სახელმძღვანელო >>