მარინა კაკიაშვილი-რუაძე გურჯაანიდან სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის 2018 წლის მონაწილეა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოტაა სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია და ერთ-ერთი მის მიერ დაარსებული არასამთავრობოა „ქალები რეგიონიდან – საზოგადოების განვითარებისთვის“. მარინას თქმით რეგიონში ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და სერვისები ბავშვთა ფსიქიკური განვითარებისა და ნევროლოგიის კუთხით – გურჯაანში ფაქტიურად არ არიან ბავშვთა ფსიქოლოგები, ვინც ბაღებსა და სკოლებში იმუშავებდნენ, ამასთან მშობელთა...
მარიამ ოსიაშვილი, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის მონაწილე სოფელ ენისელში საზოგადოებრივი აქტივობების და ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობს. „ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ადამიანების ცნობიერების ამაღლება მათი ცხოვრების კეთილდღეობაზე ზრუნვა, ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ სხვადასხვა სერვისები თემს, ვასწავლოთ ლიდერობა და აქტიური მოქალაქეობა, ასევე პრობლემების გამოვლენის და მოგვარების გზები.“ ამბობს მარიამი. მისი ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის“ ოფიციალურად 2019 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2013...
ქეთევან მჭედლიშვილი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თბილისიდან, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში 2018 წელს ჩაერთო. ის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლაში განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვებთან, ამჟამად კი აქტიურად თანამშრომლობს მრავლობითი შეზღუდვის მქონე ადამიანების ორგანიზაციასთან „ვოლფრამის სინდრომი საქართველო“, სადაც ორგანიზაციის დამფუძნებელ მაცაცო ხაჭაპურიძესთან ერთად სოციალური ინკლუზიის თემაზე საზოგადოებაში ცნობიერებას გაზრდაზე მუშაობს. ქეთი ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანებს ყველაზე მეტად თანასწორად...
ჯონი კაპანაძე, თბილისი „საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს. ეს ქვეყანა ჩემ გაოცებას მეცამეტე წელია თავისუფლად ახერხებს – ადამიანს მთელი ცხოვრება შეიძლება არ ეყოს საქართველოს აღმოსაჩენად“. ამბობს ჯონი კაპანაძე, 2018 წლის სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის მონაწილე, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი და აქტივისტი. ჯონის მიზანი საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებაა. ის აქტიურადაა ჩართული სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციაში, ლაშქრობებისა და ბანაკების...
ბაჩანა ბასილაია, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის 2018 წლის მონაწილე, ხონში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ის ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის წევრია და 2009 წლიდან აქტიურადაა ჩართული დასახლების პრობლემების მოგვარებაში. ბაჩანას თქმით ამ მხრივ უკანასკნელი პერიოდის ყველაზე დიდი საჭიროება უწყვეტი წყალმომარაგება იყო, რაც ცოტა ხნის წინ ლტოლვილთა დანიის საბჭოს გრანტის დახმარებით მოაგვარეს და დღეს დასახლებას 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. საგრანტო...
ასმათი ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრი და მუნიციპალიტეტის თანამშრომელია. 2017 წლიდან მოყოლებული ის აქტიურადაა ჩართული LAG-ისა და მუნიციპალური სტრატეგიების შემუშავებაში, აქტიურად ურთიერთობს ხულოს მოსახლეობასთან და თანამშრომლობს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან. სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობა ასმათმა საკუთარი ცოდნისა და უნარების გასავითარებლად გადაწყვიტა – ის ამბობს, რომ ადრე საპროექტო განაცხადების შემუშავებას რთულად უდგებოდა და ეძნელებოდა კიდეც. ეს...