„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ, პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებული კვლევის „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ შედეგების მოკლე მიმოხილვა ჩამოტვირთეთ კვლევა >>
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს ადვოკატირების პროექტის საგრანტო კონკურსს პროექტის „ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში. კონკურსის მიზანია „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის“ მიერ დაფინანსებული კვლევის „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ მიგნებებისა და რეკომენდაციების ადვოკატირება და შესაბამისი რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობა. ინფორმაცია საგრანტო განაცხადზე და ბიუჯეტის ფორმა იხილეთ ბმულებზე: https://bit.ly/2Rltbzq ბიუჯეტის ფორმა: https://bit.ly/3aAD3gx...
ცოტნე მუსელიანი ლენტეხიდან აქტიურად მუშაობს მშობლიურ მხარეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის. ის საინფორმაციო პორტალ svanetiinfo.ge-ს ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და „საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირის“ დამფუძნებელია. სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში ცოტნე 2018 წელს ჩაერთო, რათა უკეთ გამკლავებოდა იმ გამოწვევებს, რაც მას და მის თანამოაზრეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ხვდებოდათ. გამოწვევები რეგიონში მრავლადაა – მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოციალურ დახმარებას იღებს და ახალგაზრდების...
ცაგერის მკვიდრი, 24 წლის თამარ დავითულიანი ადრეული ასაკიდან სწავლას, მუშაობას და ოჯახზე ზრუნვას უთავსებს ერთმანეთს და ცდილობს საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს მშობლიურ ცაგერში. 2018 წელს თამარი სწორედ ამიტომ ჩაერთო სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში. მისი თქმით ცაგერში მყოფ ახალგაზრდებს მსგავსი ცოდნის ადგილზე მიღების შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ: „ისეთ პატარა, მიუდგომელ რაიონში როგორიც ჩვენია, ინფორმაცია თითქმის არ მოდის, არ...
ქალის ხვედრი – გენდერული სტერეოტების დამარცხება პირადი ისტორიებით „ქალის ყველაზე მთავარი მოვალეობა ოჯახის მოვლა და სახლში წესრიგის შენარჩუნებაა“, ასე განაცხადეს 2017 წელს ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის მონაწილეებმა – როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმა. ეს პასუხი გასაკვირი არ არის ქვეყანაში, სადაც საზოგადოებაში ნორმად ითვლება ქალთა მიმართ ძალადობა და სადაც ფემიციდის შემთხვევებიც მზარდია. ამ პირობებში გენდერული სტერეოტიპების ცვლილება...
ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, 2019 წელსაც დაბალია – 28%. მერიების საშუალო შედეგია – 25%, ხოლო საკრებულოების კი 31%.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად წარმატებით დაასრულა პროექტი “მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ”. პროექტი ერთი მხრივ, მიზნად ისახავდა სასკოლო და სათემო დონეზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლების კომპეტენციების გაძლიერებას და რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ადრეული ნიშნების შემჩნევისა და მათი პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეორე მხრივ, სკოლის მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. პროექტის ფარგლებში...
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი და კონრად ადენაუერის ფონდი ვიწყებთ ახალი ინიციატივის განხორციელებას „ევროპული კლუბები საქართველოში“. ინიციატივას მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. „ევროპული კლუბები” მრავალი წელია პოპულარულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ინიციატივის განხორციელების პროცესში მოხდება აღნიშნული მოდელისა და იდეის ქართულ რეალობაზე მორგება. საპილოტე ეტაპზე პროექტში ჩართული იქნება...
პროექტის, “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მე-5 ფაზის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში, ჩატარდა პროფესიული ტრენინგი მესათბურე ფერმერთათვის. პროფესიული ტრენინგის საჭიროება გამოიკვეთა მონიტორინგის დროს, როდესაც ერთ-ერთმა ბენეფიციარმა გამოთქვა სურვილი სასათბურე მეურნეობაში არსებული სირთულეების გადასალახად მიეღო უფრო ღრმა ცოდნა. 2016 წლის 14 ივნის გამართულ...