ნაშრომში აღწერილია ავსტრიაში გატარებული მასშტაბური სასკოლო რეფორმა -,,ახალი საშუალო სკოლა(NMS),’’ რომლის განხორციელებაც 2008 წელს დაიწყო და 2019 წელს სრულდება. რეფორმის გაცხადებული მიზანია სწავლების თანასწორობისა და სრულყოფის მიღწევა – სკოლები გადავიდნენ სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე და განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რაც განათლების მოქნილობასა და ხელმისაწვდომობაში აისახა. ასევე, რეფორმის მიზანია სკოლის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის აღქმა ლიდერ მასწავლებლების-ლერნდიზაინერების დახმარებით. ლერნდიზაინერები...
“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4” ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებსა და იგპ-თა დასახლებებს შორის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის და კეთილდღეობის ამაღლების მეშვეობით მცირე და საშუალო და აგრობიზნესის განვითარების გზით. პროექტს...
“მეწარმეობის სწავლება სკოლებში (PEERS)” არის სკოლა-ლაბის ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ვიშეგრადის ქვეყნებში მეწარმეობის სწავლებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებებისა და პრაქტიკების გაზიარებასა და ჩვენს ქვეყანაში დანერგვას. გრძელვადიან პერსპექტივაში ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლებში მეწარმეობის სწავლების მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის სამეწარმეო უნარების მქონე ადამიანური კაპიტალის რაოდენობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციური და მონაწილეობითი მიდგომით მეწარმეობის...
პროექტის განმახორციელებელი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“ სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ალტერნატივა ჯორჯია 2020 წლის მარტიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით ახორციელებდა ზრუნვის საჭიროებების, სერვისებისა და პოლიტიკის ადვოკატირების პროექტს, რომლის ძირითადი მიზანი იყო “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ შედეგად გამოვლენილი ბარიერების აღმოფხვრა და ამავე...
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტიანობის ლაბი ეფექტიანობის ლაბი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეხმარება შესრულების მონიტორინგისა და გავლენის შეფასების საკითხებზე კარგი პრაქტიკის დანერგვაში და აღნიშნული მიმართულებით ცოდნისა და უნარების გაღრმავებაში.  ამ მიზნით შესწავლილ იქნა არსებული პრაქტიკები და შემუშავდა არსებულ საჭიროებებზე მორგებული დისტანციური თვითმმართული კურსი  “გავლენის შეფასების მეთოდები სამოქალაქო საზოგადოებისთვის” რომელიც ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს და მიიღოს სერტიფიკატი. წარმატებული...
სათემო აქტივიზმის ტრენინგი(CAT) სამოქალაქო აქტივისტებისთვის შემუშავდა და დაინერგა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ 2018 წელს. CAT საგანმანათლებლო პროგრამა არის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ლიდერებსა და აქტივისტებს სამოქალაქო ლიდერობის, აქტივიზმის არაძალადობრივი კამპანიების წარმოების კომპეტენციების განვითარებაში. STAR – ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია CAT ტრენინგის მოდულების ქართველი აქტივისტების საჭიროებებზე ადაპტირება, მენტორების მომზადება და 50 მდე...
“სოციალური ლაბორატორია” ეს არის კომპლექსურ პრობლემებთან გამკლავების თანამონაწილეობაზე დაფუძნებული მეთოდი. სოციალურ ლაბორატორიაში თავს იყრიან სხვადასხვა დაინტერესებული პირები – ისინი, ვისაც სურს ურთიერთთანამშრომლობით შექმნას და განიხილოს პრობლემის გადაჭრის მექანიზმები. CTC-ის მიერ ინიცირებული სოციალური ლაბორატორია „სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის“ აუცილებლობა გამოწვეულია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინოვაციების მხარდამჭერი გარემოს ნაკლოვანებებით. პრობლემას წარმოადგენს, რომ დღეს საქართველოში ახალგაზრდებს არ...