კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა და კონრად ადენაუერის ფონდმა რობერტ შუმანის ფონდის პოლონეთის ოფისის აქტიური მხარდაჭერით დავიწყეთ „ევროპული კლუბების“ პროექტის განხორციელება. პროექტის განხორციელებაში ასევე მხარს გვიჭერენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტი საპილოტეა და დაინერგება საქართველოში არსებულ 6 სკოლაში. · რას წარმოადგენენ ევროპული კლუბები? ევროპული კლუბი ეს არის...
იწყება რეგისტრაცია CAT – ის (Community Action Training) საერთაშორისო ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამის მე-3 ნაკადზე. სამოქალაქო აქტივიზმითა და სათემო ლიდერობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აპლიკაციების შემოტანა შეუძლიათ 15 სექტემბრამდე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეიძენენ სამოქალაქო მოძრაობის და კამპანიების ინიცირებისა & ორგანიზების პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, გაეცნობიან და განიხილავენ არაძალადობრივი სამოქალაქო მოძრაობის არაერთ რეალურ შემთხვევას. პროგრამა მოიცავს ტრენინგ-კურსს, ონლაინ სასწავლო...
5 ივლისს, სასტუმრო რუმსში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე –  ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სამუშაო მექანიზმები“. ღონისძიება მიეძღვნა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სამუშაო მექანიზმების გამოწვევებისა და მათი გაუმჯობესების გზების განხილვას, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ მომზადებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ...
რეგიონალური გიდის მომზადება-გადამზადების სასერტიფიკაციო კურსი შემოდგომაზე დაინერგება ოთხ რეგიონში და მოემსახურება შესაბამის რეგიონში დაინტერესებულ პირებს. აღნიშნულ საკითხზე 2019 წლის 26 ივნისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი USAID -ის პროექტ „ზრდას“ , კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს და პარტნიორ სასწავლებლებს შორის: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“,  პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“. კურსის შემუშავებას...
პუბლიკაცია გადმოსცემს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს გზავნილს და ეცდება პასუხი გასცეს კითხვას, რას გვპირდება სუბსიდიარობის პრინციპი.  თავისი შინაარსით ის ახლოს დგას CTC -ის მისიასთან და ღირებულებებთან, როგორიც არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ქმედითი ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის თავისუფლება და დემოკრატიული მმართველობა. სწორედ სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო აქტორები და დამოუკიდებელი თვითმმართველობა ქმნიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ეკოსისტემას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების...
გამოვეცით ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი.