ადგილობრივი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ქ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 2019 წლის 7 თებერვალს ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო სექტორის 50-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ბიზნესისა და აკადემიური წრეებიდან. ადგილობრივი დიალოგის თემა იყო თანამონაწილეობითი რეგიონული დაგეგმვა. შეხვედრის პირველ ნახევარში მონაწილეებმა მოისმინეს გამოყენებითი კვლევის პრეზენტაცია “შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონი”. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის მოკლე სესია, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია საკითხებზე...
დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC-ის მხარდაჭერით, 2018 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრა-დიალოგი გაიმართა, ეროვნულ დონეზე მომუშავე, მსხვილ სამოქალაქო საზოგადოებრივ და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სამცხე-ჯავახეთიდან, ფორუმში 15 ორგანიზაცია მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: სამცხე – ჯავახეთის რეგიონის განვითარების პროცესებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და გავლენის...
2019 წლის 1 თებერვალს,  დემოკრატ მესხთა კავშირის, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ორგანიზებით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ს ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, სამცხე-ჯავახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათნახევარი გაგრძელდა, რა დროსაც, ელჩი ჰარცელი, დეტალურად გაეცნო, რეგიონში არსებულ პრობლემებს, გამოწვევებს და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის კუთხით...