“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ 12 წლიანი წარმატების შემდეგ ახალ მე-5 ფაზაში შევიდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში. პროექტის მე-5 ფაზის მიზანია გაამყაროს წინა 4 ფაზის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განაგრძოს BTC და SCP მილსდენების აღმოსავლეთ და დასავლეთი ნაწილის სამიზნე სოფლებში მცხოვრე ადგილობრივი მოსახლეობის...
სადემონსტრაციო ფერმები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. უკეთესი პროდუქციის საწარმოებლად საჭიროა უნარ-ჩვევებისა და ცოდნის განვითარება ფერმერებისათვის, რასაც პროექტი სადემონსტრაციო ნაკვეთებში ახალი და/ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის დანერგვით ცდილობს. პროექტის ფარგლებში, 2012 წლის მაისიდან დღემდე, ჩამოყალიბებულია 61 სადემონსტრაციო ფერმა. პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით, პროექტი ინტენსიურად უწევს დახმარებას  ფერმერებს ტრენინგის, ინდივიდუალური კონსულტაციებისა...
როლანდ ზუბაშვილს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ცხინვალიდან გარდაბნის რაიონში, სოფელ ფოლადაანთკარში მოუწია გადასახლება. ახალ საცხოვრებელ ადგილას დამკვიდრებას ბევრი სირთულე ახლდა თან, მაგრამ ოჯახი ცდას არ აკლებდა რათა ფეხი აეწყო ცხოვრებისთვის. ბ-ნი როლანდის უკვე არსებულ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას გადაადგილების/ტრანსპორტირების პრობლემაც  ართულებდა. სოფელ ფოლადაანთკარს ორი ძირითადი მისასვლელი გზა აქვს, ერთი რომელიც სოფელ გამარჯვებასთან აკავშირებს...
წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ძალებით აღმოეფხვრათ ის აუტანელი და გაუსაძლისი პირობები, რაც სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას ზიანს აყენებდა. ზოგიერთი მათგანი დანაზოგით, ზოგიერთი საკუთარი ნივთების გაყიდვით და ყველა სხვა არსებული საშუალებით ცდილობდა მოეგროვებინათ საკმარისი თანხა სკოლაში არსებული საკლასო ოთახების იატაკის შესაკეთებლად, რომელიც 1982 წელს იქნა მოპირკეთებული...
2013 წლის ივნისიდან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა პროექტის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ განხორციელება ქვემო ქართლის რეგიონის კიდევ 12 სოფელში დაიწყო, . პროექტი „CDI SCPX” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების ფარგლებში. აღნიშნულ სოფლებში, CDI SCPX ახორციელებს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებსდა მიზნად ისახავს BP-სა და სამიზნე სოფლებს შორის ჰარმონიული და...
2012 წლის მაისიდან პროექტის “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ხელშეწყობით აქტიურად მიმდინარეობს თემის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საქმიანობები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 50 სამიზნე თემში. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში....
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა 2012 წლის მაისში მოიპოვა დაფინანსება პროექტის, “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა”  მეოთხე ფაზის განსახორციელებლად.  პროგრამის მიზანია განაგრძოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 50 თემის განვითარების  ხელშეწყობის პროცესი. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია ბპ-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის...