2015 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა დამწყებ მეწარმეთა საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში განხორციელდა კარდაკარ ვიზიტები და ჩატარდა სათემო შეხვედრები დაინტერესებულ მოსახლეობასთან. სექტემბრის დასაწყისში სულ წარმოდგენილი იქნა 534 განაცხადი 60 მიზნობრივი სოფლიდან. აღნიშნული განაცხადები განიხილა კომისიამ მოწვეული სოფლის მეურნეობის ექსპერტის მონაწილეობით და შედეგად ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა 167 ადამიანი. ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები...