გრძელდება მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4-ის (SBDP 4) განხორციელება, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

დამწყებ და არსებულ მეწარმეთა მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში სამასზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა ბიზნეს-იდეის განაცხადი. მათგან შეირჩა 203 ყველაზე პერსპექტიული იდეა, რომელთა ავტორები მოვიწვიეთ ბიზნეს-გეგმის წერის ტრენინგზე. ინტენსიური ტრენინგების შედეგად 134-მა მეწარმემ წარმოადგინა ბიზნეს-გეგმები, რომელთაგან, საბოლოო ჯამში, დასაფინანსებლად საუკეთესო 20 შეირჩა. ყველა გამარჯვებულმა მეწარმემ უკვე მიიღო  დაფინანსება და დაასრულა კაპიტალური აქტივების შესყიდვები, საკუთარი კონტრიბუციის ვალდებულებების შესრულების შემდეგ.

შერჩევის პროცესი რთული იყო, თუმცა მრავალმა კონკურსანტმა აღნიშნა, რომ ამავე დროს სასარგებლოც. მადლობა გვინდა გადავუხადოთ კონკურსის ყველა მონაწილეს დაინტერესებისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.