დასრულდა დისტანციური სასწავლო კურსი „სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება“, რომელიც წარმატებით დაასრულა 70 -მდე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მოიპოვეს საგრანტო კონკურსში მონაწილოების უფლება. კონკურსის საფუძველზე შეირჩა შემდეგი 13 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია:
- სოციალურ საწარმოთა ალიანსი
- თაობათა გაძლიერების ქსელი
- ჰელფინგ ჰენდ
- ნაბიჯი ხარაგაული
- ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი
- გიგოს ფონდი
- ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
- დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი (პლატფორმა “კომენტარი”)
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
- სამოქალაქო დარბაზი
- ფონდი ფეა თრიიზ
- სამეგრელოს ხმა
- ახალგაზრდა ფემინისტები
აღნიშნული ორგანიზაციები საგრანტო კომპონენტის ფარგლებში იმუშავებენ ორგანიზაციის მონიტორინგის და შეფასების სისტემის განვითარებაზე და შეიმუშავებენ ორგანიზაციის განვითარების სამომავლო სტრატეგიას.