ქცევის კოდექსი
CTC-ის ყველა ასოცირებულმა პირმა (აღნიშნული მოიცავს: გამგეობის წევრებს, აღმასრულებელ დირექტორს, თანამშრომლებს, დროებით ექსპერტებს/კონსულტანტებს, პარტნიორებს/გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს/ქვეკონტრაქტორებს) უნდა დაიცვას მოცემული ქცევის კოდექსის სტანდარტები, წესები და აცნობოს გამოვლენილი დარღვევის შესახებ CTC-ს აღმასრულებელ დირექტორს და/ან გამგეობას:
- CTC-ს ასოცირებული პირები დაიცავენ უმაღლეს ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს. თავისი კოლეგების, კლიენტების, დონორებისა და პარტნიორების მიმართ ისინი მოიქცევიან პატიოსნად, ერთგულებითა და პატივისცემით.
- CTC და CTC-ს ასოცირებული პირები, დაიცავენ საქართველოში მოქმედ კანონებს და რეგულაციებს და ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ კანონებს და რეგულაციებს, რომლებშიც შესაძლოა აწარმოებდნენ საქმიანობას.
- CTC-ს ასოცირებული პირები თავიანთ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს შეასრულებენ პატიოსნად და თანმიმდევრულად.
- CTC-ს ასოცირებულ პირებს არა აქვთ უფლება კორუფციული მიზნით CTC-სთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან ან სუბიექტისაგან მოიძიოს ან მიიღოს ნაღდი ფული, სერვისები, საჩუქრები, გასართობი მომსახურება ან ღირებულების მქონე ნებისმიერი სხვა რამ.
- CTC არ ახორციელებს შენატანებს პოლიტიკური კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების ან მათთან აფილირებული ფიზიკური ან იურიდიული პირების სასარგებლოდ.
- CTC-ს ფულადი სახსრების ნებისმიერი არამართებული მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
- CTC-სთან ასოცირებული პირები არ შესთავაზებენ, დაპირდებიან ან გადაუხდიან სახელმწიფო მოხელეს ნებისმიერ ღირებულებას გარდა (i) შესაბამისი გრანტების, (ii) შესაბამისი სატრანსპორტო და საქმიანი სადილის ხარჯების ან (iii) პროექტის აქტივობების ფარგლებში გონივრულად გათვალისწინებული ხარჯების გარდა.
- CTC-სთან ასოცირებული პირები დაიცავენ თავის ყველა აქტივს.
- CTC-სთან ასოცირებულ პირები თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ CTC-ს საუკეთესო ინტერესების დაცვით და მოერიდებიან პირადი ინტერესების ზეგავლენას CTC-ს აქტივობებზე. თუ წარმოიქმნა სიტუაცია, რომლის დროსაც CTC-ს ასოცირებული პირი შეუძლებლად თვლის ინტერესთა კონფლიქტისაგან ან მისი წარმოქმნისაგან თავის არიდებას, იგი წარუდგენს CTC-ს გამგეობას ახსნა-განმარტებას.
- CTC-სთან ასოცირებული პირები, პირადი სარგებლისთვის არ გამოიყენებენ შესაძლებლობებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია გააჩნიათ მათი CTC-სთან არსებული პოზიციის მეშვეობით.
- CTC-სთან ასოცირებულმა პირებმა, არანაირი გზით, არ უნდა გამოიწვიონ ან წაახალისონ ადამიანის უფლებათა დარღვევა, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით.
- CTC გაატარებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ან ნებისმიერ სხვა ფორმის შევიწროების მიმართ.
- CTC-ის არც ერთი პარტნიორი არ განახორციელებს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ან ნებისმიერ სხვა ფორმის შევიწროების ქმედებას. ისევე, როგორც არ განახორციელებს სექსუალური ექსპლუატაციის ან სექსუალური ძალადობის ქმედებებს.
- CTC და CTC-სთან ასოცირებული პირები არ გაუწევენ მხარდაჭერას იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც ეწევიან უკანონო, არამართლზომიერი ქმედებებს ან მათ ადვოკატირებას.
- CTC-სთან ასოცირებული პირები გმობენ და არ ჩაერთვებიან შემდეგი სახის აქტივობებში: (ა) ადამიანების ტრეფიკინგი ნებისმიერ ფორმით (ბ) ბავშვებზე ძალადობა (გ) იძულებითი ან უსამართლო შრომითი ექსპლუატაცია.