თუ გინდათ ადამიანის ნივთებისადმი დამოკიდებულება და გემოვნება გაიგოთ, ამისთვის ალბათ ყველაზე კარგი საშუალებაა დაათვალიეროთ მისი სახლი. მალხაზ კოტორაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობს. მისი სახლის ჭიშკარი შორიდანვე გამოირჩევა – რაღაცით შუა საუკუნეების დროინდელს გავს და საკმაოდ ელეგანტურია. რაც შეეხება სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს – გემოვნებიანად არისშერწყმული ვინტაჟური და მოდერნისტული სტილი…ბატონმა მალხაზმა bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში ინიცირებულ და დაფინანსებულ პროექტში, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“, გამოცხადებულ მცირე ბიზნესის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსში, 2020 წელს მიიღო მონაწილეობა და პროექტისგან მხარდაჭერა მოიპოვა. მან გადაწყვიტა რომ იმ დროისთვის ახალი ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი და ხისა და რკინის ნივთების წარმოება-რეალიზაცია დაეწყო, ამ მიზნის მისაღწევად კი კომპანია ვუდი Woody დააარსა (https://www.instagram.com/woodytbilisi_/?utm_medium=copy_link). მისი ხედვა თავიდანვე იყო ნატურალური მასალების გამოყენებით საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება. მალევე მიაგნო მისთვის საინტერესო ნივთების კატეგორიას და აცხადებს,რომ ამ დროისთვის მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდების შესაძლებლობებს. „იყო დრო, როდესაც საცხოვრებელი ბინების კოსმეტიკური რემონტიდან მიღებული შემოსავალი, ჩემი შემოსავლის ძირითადი წყაროს წარმოადგენდა, ახლა მთლიანად ამ ბიზნესში გადმოვერთე და ჩემი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ვაქციე“.
კითხვაზე თუ რამ განაპირობა ეს, ბატონი მალხაზი გვპასუხობს, რომ ეს საქმე მისთვის საყვარელი და საინტერესოა, მეტი დრო რჩება ფიქრისა და შემოქმედებისთვის და უფრო შემოსავლიანიც არის.
ბატონი მალხაზიის უახლოესი გეგმებია აქტიურად განაგრძოს მუშაობა ექსტერიერის დიზანის მიმართულებით და რაც შეიძლება საინტერესო და მოცულობითი პროექტები განახორციელოს, რაშიც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის პროექტის გუნდი მხარდაჭერას უცხადებს და უსურვებს წარმატებებს!