კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების სამომავლო სცენარების თანამონაწილეობითი დაგეგმვის საკითხზე მუშაობა. 2021 წლის 16 სექტემბერს გაიმართა საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა სამუშაო პროცესის მეთოდოლოგიურ ჩარჩო და სამოქმედო გეგმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, კარიმ მედჯატი.
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზნით კომპონენტი გულისხმობს ტრანსფორმაციული სცენარის დაგეგმვის (Transformative Scenario Planning (TSP)) მეთოდის გამოყენებას და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ჩართულობით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესაძლო სცენარების (ხედვების) შემუშავებას.
ტრანსფორმაციული სცენარების დაგეგმვა ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის პროექტის ფარგლებში, რომელსახ ახორციელებს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
Previous
Next