საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტიანობის ლაბი
ეფექტიანობის ლაბი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეხმარება შესრულების მონიტორინგისა და გავლენის შეფასების საკითხებზე კარგი პრაქტიკის დანერგვაში და აღნიშნული მიმართულებით ცოდნისა და უნარების გაღრმავებაში. ამ მიზნით შესწავლილ იქნა არსებული პრაქტიკები და შემუშავდა არსებულ საჭიროებებზე მორგებული დისტანციური თვითმმართული კურსი “გავლენის შეფასების მეთოდები სამოქალაქო საზოგადოებისთვის” რომელიც ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს და მიიღოს სერტიფიკატი.
წარმატებული კურსდამთავრებულებისათვის პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი იყო მცირე გრანტები და საკონსულტაციო მხარდაჭერა ორგანიზაციის ბაზაზე შეფასებისა და მონიტორინგის კონკრეტული მეთოდებისა და პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.