STAR – ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია CAT ტრენინგის მოდულების ქართველი აქტივისტების საჭიროებებზე ადაპტირება, მენტორების მომზადება და 50 მდე სამოქალაქო აქტივისტის გადამზადება.
კურსი ასევე ითვალისწინებს კურსდამთავრებულებისათვის მცირე გრანტების კონკურსებს – მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და მცირე კამპანიების ინიცირებისათვის.
აღნიშნული აქტივობა ეფუძნება და აგრძელებს წინამორბედი CSSIGE პროექტის ფარგლებში სათემო ლიდერების სასწავლო პროგრამას რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გადამზადდა 188 სათემო აქტივისტი.