კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) დაიწყო ახალი ინიციატივის – „სოციალური ინოვაციების პლატფორმის“ განხორციელება, რომლის მიზანია სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამა ღიაა ყველასთვის, ვინც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, აქვს იდეები და სოციალური პრობლემების გადაჭრის სურვილი.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სოციალური მეწარმეობის უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა კონკურსის სახით, რათა მათ სოციალური საკითხების გადასაჭრელად შეძლონ და განახორციელონ თავიანთი იდეები.
სოციალური ინოვაციების პლატფორმა (http://socialinnovation.ge/) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სასწავლო რესურსებს, თვითრეგულირებად ონლაინ კურსებსა და სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის თემაზე სხვადასხვა საინტერესო მასალებს.