ამის მისაღწევად ალექსი თანამოაზრეებთან ერთად მუშაობს უსინათლოთა თემთან აჭარაში, მიყავს სატელევიზიო გადაცემა, თანამშრომლობს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ბათუმსა და თბილისში და ეძებს მხარდამჭერებს საგანმანთლებლო და ბიზნეს ორგანიზაციებში „გვაქვს გადაცემები, სოციალური ქსელებით ვიძიებთ ხალხს, გვინდა გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ“ ამბობს ალექსი.
სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობა ალექსიმ საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად და მსგავს საკითხებზე მომუშავე ადამიანების გასაცნობად გადაწყვიტა. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა ალექსს ასევე დაეხმარა ახალი საპროექტო განაცხადების შემუშავებასა და განხორციელებაში „მოვიპოვეთ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის გრანტი, ჩავატარეთ ცნობიერების ამაღლების პროექტი 3 მუნიციპალიტეტში, საზოგადოებაში რაღაც ნაპერწკალი გავაჩინეთ.“
დღესდღეობით ალექსი თანამოაზრეებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და განაგრძობს მუშაობას საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებაზე შშმ პირთა მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.