„სკოლა-ლაბი“ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის განათლების მიმართულების ახალი პროგრამაა. პროგრამის საჯარო წარდგენა გაიმართა 7 ნოემბერს, 2019 .
მისი მიზანია სკოლის განვითარების ხელშეწყობა სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლითა და სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების აპრობაციით. სკოლა-ლაბის საქმიანობა მოიცავს
- სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა მკლევარებისათვის;
- სკოლის განვითარების საკითხებზე რესურსების პლატფორმის შექმნას;
- ბლოგის წარმოებას სასკოლო თემატიკაზე;
- განხილვებისა და მასტერკლასების გამართვას;
- საცდელი პროექტების განხორციელებას;
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს www.ctcskolalab.ge