მუშაობა ჰაბების განვითარებისთვის

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში  თითოეულ რეგიონში შერჩეულ იქნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების რესურსს-ცენტრის ე. წ. ჰაბის ფუნქციის შესრულების მიზნით.  კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა პროექტის საწყის ეტაპზე 10-ვე ჰაბთან ჩაატარა თანამონაწილეობითი თვითშეფასება. შეფასდა ორგანიზაციის  სტრატეგია, მართვის პრაქტიკები და რესურსები. ჩამოყალიბდა ორგანიზაციის განახლებული სტრატეგიები და ორგანიზაციული განვითარების ხედვა თუ სამოქმედო გეგმა.

მთლიანობაში პროექტის ფარგლებში ჩატარდა 85 საკონსულტაციო შეხვედრა.

2020 წელს ჰაბებმა განმეორებით განახორციელეს მონაწილეობითი თვითშეფასება, რომლის მიხედვითაც შედეგების საერთო მაჩვენებელი გაიზარდა 0,23 ქულით  (9.7%) . ჰაბების პირველადი შეფასება იყო 2.45 , 2020 წლის მონაწილეობითი თვითშეფასების შედეგია 2.68.

ტრენერთა ტრენინგები ჰაბებისთვის

რეგიონული ჰაბებისთვის ასევე შეიქმნა ცხრა ტრენინგ-მოდული:

  • ფასილიტაცია
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
  • ახალგაზრდების მონაწილეობა
  • ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება
  • სოციალური მეწარმეობა
  • ფონდების მოძიება
  • რეგიონული განვითარება
  • ეფექტური ადვოკატირება
  • პროექტის მართვა

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა გადაამზადა 10 ჰაბის 30-მდე წარმომადგენელი, რომლებმაც საკუთარ რეგიონებში აქტიურად დაიწყეს ტრენინგების ჩატარება ზემოთ ნახსენები მოდულების გამოყენებით.

ჩატარდა 120 ტრენინგი დატრენინგდა 1,901 მონაწილე

ჰაბების მიერ ჩატარებული ტრენინგები თემების და რეგიონების მიხედვით

1
Infogram