პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ჰარმონიული ურთიერთობის განმტკიცებას დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების მოსახლეობასა და BP-ს შორის აღნიშნულ თემებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებულია ნავთობსადენის გასწვრივ არსებული სოფლებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე სამიზნე სოფლების მცხოვრებლებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ბიზნეს-იდეა და მზად არიან სათანადო დრო და ენერგია დაუთმონ ბიზნესის წარმატებულ განვითარებას.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 მარტი.
დეტალური ინფორმაციისთვის და საკონკურსო განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ