„ევროპული კლუბები” მრავალი წელია პოპულარულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ინიციატივის განხორციელების პროცესში მოხდება აღნიშნული მოდელისა და იდეის ქართულ რეალობაზე მორგება.
საპილოტე ეტაპზე პროექტში ჩართული იქნება 6 საჯარო სკოლა. პროექტების შედეგების გათვალისწინებით მოხდება ქსელის შემდგომი განვითარების სტრატეგიის ფორმირება და საქართველოს მასშტაბით დამატებითი სკოლების ჩართვა.