ინდიკატორი არის მართვის ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. მათი სათანადოდ ფორმულირება და შერჩევა დაგეგმვის პროცესისა და მონიტორინგის სისტემის შემუშავების მნიშვნელოვანი ასპექტია. დაგეგმვისა და მონიტორინგის ინდიკატორები მცირედ განსხვავებულ მიზნებს ემსახურება, რაც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს, თუკი ტერმინები ზუსტად არ არის განსაზღვრული. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ინდიკატორებისკონცეფციას (იდეას, ცნებას), ასევე გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს. ტექსტში მოყვანილია სხვადასხვა ტიპის ინდიკატორთა კლასიფიკაცია.