წინამდებარე დოკუმენტი, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული, კოორდინირებული და ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებს სთავაზობს გზამკვლევს, რომელიც წარმოადგენს ინსტრუქციების ერთობლიობას, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს უკეთესად დაგეგმონ და განახორციელონ ჯანმრთელობისა და ზრუნვის მუნიციპალური პროგრამები.
გზამკვლევი გულისხმობს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების თანამონაწილეობით მიდგომას, რომელიც ითხოვს, როგორც მუნიციპალიტეტის ფინანსური და დარგობრივი სამსახურების თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში ჯანდაცვის სამინისტრო), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ეფექტურ კოორდინაციასა და კომუნიკაციას.
სახელმძღვანელო დოკუმენტი „ჯანმრთელობისა და ზრუნვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების გზამკვლევი“ მომზადებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის: „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგსა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად“ ფარგლებში.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელნი არიან დოკუმენტის ავტორები და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.