ყოველ პროდუქტს გააჩნია თვისებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც იგი აკმაყოფილებს ადამიანთა მოთხოვნილებებს. პრაქტიკაში მიღებული განმარტების თანახმად, პროდუქციის ხარისხი არის მისი თვისებების შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან, ტექნიკურ მაჩვენებლებთან, რომელთა საფუძველზეც პროდუქცია შეიძლება დანიშნულებისამებრ იქნეს გამოყენებული.
ხარისხი წარმოადგენს წარმოებული პროდუქტის ან მომსახურების შესაბამისობას მომხმარებელთა საჭიროებასთან და მოლოდინთან. ეს გულისხმობს პროდუქტიულობას, გარეგნულ იერსახეს, ხელმისაწვდომობას, მიწოდებას, საიმედოობას, უსაფრთხოებას, გამძლეობას, ხარჯეფექტიანობას და ფასს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ორგანიზაციამ იცოდეს მომხმარებლის საჭიროება და მოლოდინი. მათი განსაზღვრის შემდგომ კი საკუთარი შიდა შესაძლებლობები და ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ხარისხის პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს არა ცალკეულ საკითხთა, არამედ პრობლემათა სისტემის კომპლექსურ შესწავლას.