კვლევითი პროექტი: „ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომი ფსიქოემოციური მდგომარეობისა და სტიგმატიზაცია-სოციალიზაციის ასპექტების შეფასება“
პროექტის მიზანია საქართველოში ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში ქალთა წინაშე მდგარი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასება და ზრუნვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა.
კვლევა ჩატარებულია საქართველოს უნივერსიტეტის და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ კვლევითი გუნდის მიერ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში.