“პანდემიამ თითქოს ხელის გულზე გამოაჩინა ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების ყოველდღიურობის სიმყიფე. ძიძები და სხვა საოჯახო მშრომელები პანდემიასთან დაკავშირებულ ანტიკრიზისულ ზომებს მიღმა დარჩნენ. სახელმწიფომ არ გაითვალისწინა, რომ ისინი ვერ წარმოადგენდნენ ცნობას დასაქმებულობის შესახებ, რაც დახმარების მიღების წინაპირობა იყო. ძიძები და საოჯახო მშრომელები დამსაქმებელთა კეთილ ნებაზე გახდნენ დამოკიდებული.” ინა ჩარკვიანის სტატია “ძიძების ცხოვრება, ანუ შრომა უფლებების გარეშე”. სტატიაში გაეცნობით ძიძების არაფორმალური შრომის ისტორიებს, გაიგებთ როგორ შეეხოთ COVID-19-ის პანდემია და კრიზისი მათ სამუშაო პირობებს.
სტატია მომზადებული და გამოცემულია ინა ჩარკვიანის მიერ, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ შემუშავებული პროგრამის ‘Community Action Training-CAT’-ის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია Bread for the World-ის და Erasmus+(EACEA)-ის მიერ.