ქსახელმძღვანელოში წარმოდგენილია შესრულების მართვის კონცეფცია, როგორც პროცესი, რომელიც ადამიანური რესურსების მენეჯერებს შეიძლება დაეხმაროს, თავისი წვლილი შეიტანონ ფართო, სტრატეგიული მიზნების შესრულებაში. შესრულების მართვის განსაზღვრებისა და შესრულების მართვის ციკლის იდეის განხილვის შემდეგ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შესრულების მართვის სისტემების ძირითადი მახასიათებლები სოციალური ფსიქოლოგიის ორი თეორიით საზრდოობს. ესენია მიზნის დასახვის თეორია და მოლოდინის თეორია. ორივე თეორია ყურადღებას ამახვილებს შესრულების მართვის დაგეგმვასთან, განხორციელებადობასა და სარგებლიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, თუკი სურთ, რომ თავიანთ მიზნებში წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ კრიტიკულად შევაფასებთ შერულების მართვის სისტემების ძირითად დაშვებებს და ვისაუბრებთ იმაზე, რომ მოდელებს არ შეიძლება ჰქონდეთ უნივერსალური ვალიდურობა, როგორც ამას მათი დამცველები აცხადებენ, რადგან ისინი არ ითვალისწინებენ მნიშვნელოვან კონტექსტუალურ ფაქტორებს.