ვინ/რომელი ორგანიზაცია მუშაობდა მის განვითარებაზე: ინგლისში დაწყებითი სკოლები მუშაობდნენ University College London (UCL)-თან ერთად ორწლიან საპილოტე პროექტზე (2014-2016 აკადემიური წელი), რომლის მიზანი იყო სკოლებში კვლევის გამოყენების გაზრდა. საპილოტე პროექტი ფინანსდებოდა განათლების პროგრამის ფონდის (EEF) მიერ. საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი სკოლის რაოდენობა იყო 60, ხოლო საკონტროლო სკოლების რაოდენობა – 59. საბოლოოდ პროექტში 5462 მოსწავლე მონაწილეობდა.
მიზანი: კვლევის შემსწავლელი საზოგადოების პროგრამა წარმოადგენდა ჩარევას, რომლის მიზანი იყო მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო კვლევის გამოყენების მნიშვნელობაზე სამუშაო პროცესში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვლევის შემსწავლელი საზოგადოების პროექტი ეხმარება სკოლებს გახდნენ უფრო ინფორმირებულები კვლევის პრაქტიკაში გამოყენების მიმართ. ამისათვის მასწავლებლები უნდა იყვნენ ჩართული როგორც კვლევის, ასევე მონაცემთა ანალიზის პროცესში. ამასთანავე, მასწავლებლებმა უნდა აღმოაჩინონ, თუ როგორ შეიძლება სკოლა გახდეს უფრო გახსნილი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვისთვის; როგორ იქცეს სკოლაში კვლევის გამოყენება კულტურული ნორმად; როგორ შეუძლია სკოლას მხარი დაუჭიროს ეფექტური სწავლებისთვის კვლევების გამოყენებას; მოიძიონ და გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკა კვლევისთვის საჭირო სტრუქტურების, სისტემების და რესურსებისათვის. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საბოლოოდ მოსწავლეთა შედეგები გაუმჯობესდეს.