კონკურსის მიზანია ზოგადი განთლების რეფორმის განხორციელების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების ჩართულობის ხელშეწყობა. ასევე, აღნიშნული ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 6 პროექტი. თითოეული პროექტის საგრანტო ფონდი შეადგენს 10,000 ევროს.
საგრანტო კონკურსის განაცხადი და პირობები იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=443699
კონკურსის შესახებ, ღია კარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე:
https://us06web.zoom.us/meeting/register/tZIlcO6qqj4jH90wVZt322CtyrWiH2k_DWE8
კონკურსი ხორციელდება სკოლა-ლაბის პროგრამის მიერ, სკოლების გაძლიერების ინიციატივის პირველი ფაზის ფარგლებში გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.