მოკლე მიმოხილვა: კვლევის დოკუმენტში: ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა (რგპფ) და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სამუშაო მექანიზმები“ შეფასებულია რგპფ-ს სტრუქტურა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, მარეგულირებელი ნორმები და არსებული პრაქტიკა. გაანალიზებულია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები რგპფ-ის არსებული მექანიზმების გასაუმჯობესებლად.
დოკუმენტი შემუშავებულია პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.