სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მეთოდოლოგიური რეკომენდაციები და მაგალითები სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ სწავლა-სწავლების პროცესის მხარდასაჭერად. ასევე, კრებული ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს სოციალური აქტივიზმისათვის მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებაშიც.
სახელმძღვანელო მომზადდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ შემუშავებული სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ საუნივერსიტეტო კურსის დამხმარე მეთოდურ რესურსად. აღნიშნული კურსი 7 უნივერსიტეტში ხორციელდება 2019 წლიდან.