საზოგადოებრივი ორგანიზაციები საჯარო ანგარიშვალდებულებისთვის

კომპონენტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და  გამჭვირვალობის გაძლიერებას. საჯარო ანგარიშვალდებულების თემაზე საწყის ეტაპზე განხორციელდა ვებინარების სერია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის. საკითხის წარმოჩენისთვის გამოყენებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის (www.lsgindex.org) სტანდარტები. ვებინარზე მიღებული ცოდნის გამოყენებით მონაწილეებმა მოახდინეს ამ სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შეიმუშავეს საპროექტო განაცხადები საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის. შეირჩა და დაფინანსდა თითო პარტნიორი ქვეყნის ათივე რეგიონში.

ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთი მხრივ გაუწიეს ტექნიკური დახმარება მერიების და საკრებულოების შესაბამის სამსახურებს ანგარიშვალდებულება – გამჭვირვალობის სისტემის გაუმჯობესებაში (სწავლება, კონსულტაცია, მხარდაჭერა შესაბამისი ნორმატიული აქტების შექმნაში, ვებგვერდის განვითარება და სხვა), მეორე მხრივ იმუშავეს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები და სხვა).

პროექტში ჩართული ორგანიზაციები

პროექტმა მოიცვა ქვეყნის 31 მუნიციპალიტეტი