განვითარება არის ცნება, რომელიც თეორიულადაც და პოლიტიკურადაც საკამათოდ მიიჩნევა. “განვითარება” თვისებრივად კომპლექსური და მრავალმნიშვნელოვანი ცნებაა … ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად დაიყვანება ერთ შედარებით უფრო ვიწრო მნიშვნელობამდე, რომელიც ამ ცნებას განვითარების სააგენტოების საქმიანობას უკავშირებს. განსაკუთრებით კი ისეთი სააგენტოების საქმიანობას, რომლებიც მიზნად ისახავენ სიღარიბის შემცირებას და ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებას (Thomas, 2004: 1,2).