სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაღაროში, Caucasian House კავკასიური სახლი-ს ფილიალის ბაზაზე გაიხსნა სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურების ცენტრი, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ ხანდაზმულებს. კოტეჯის ტიპის შენობაში იფუნქციონირებს უფასო აბანო, სამრეცხაო, კოსმეტიკური პუნქტი და სასაუზმე.
აღნიშნულ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელიც გაიღებს დაფინანსებას ცენტრის ეფექტურად მუშაობისთვის და ხანდაზმულთათვის უზრუნველყოფს სერვისზე წვდომას.
პროექტი განხორციელდა CTC-ის მხარდაჭერით Bread for the world-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის “ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებებისთვის” ფარგლებში.