კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა 2012 წლის მაისში მოიპოვა დაფინანსება პროექტის, “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა”  მეოთხე ფაზის განსახორციელებლად.  პროგრამის მიზანია განაგრძოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 50 თემის განვითარების  ხელშეწყობის პროცესი.

პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია ბპ-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში.

პროექტის მიზანია მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში გააღრმაოს ბპ-სა და თემების პოზიტიური ურთიერთობა იმ თემებში ინვესტირებით, რომლებიც გამოხატავენ ვალდებულებას უზრუნველყონ პოზიტიური თანამშრომლობა თემის მდგრადი განვითარებისათვის და შეინარჩუნონ და გააძლიერონ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგრადობა.

პროექტის მიზანი მიიღწევა სოციალური და ეკონომიკური ამოცანების განხორციელების საშუალებით. სოციალური ამოცანა ხელს შეუწყობს სოციალური კოოპერაციისა და თემის მდგრადი განვითარების ინიციატივების შესრულებას.  ეკონომიკური ამოცანის ფარგლებში პროექტი ეცდება შექმნას ეკონომიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მოსახლეობას საკუთარ თემებში განავითარონ მცირე და საშუალო ბიზნესები,  რაც თავის მხრივ,  უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას.

თემის მდგრადი განვითარების ინიციატივები

თემის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა ძლიერი სათემო კავშირი, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ თანამშრომლობას, თემის ეკონომიკურ მდოგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ამ ამოცანის შესასრულებლად პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საქმიანობას, როგორიცაა: სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გავითარების ტრენინგები, სოციალური საწარმოების ჩამოყალიბება და თემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება.

იმისათვის, რომ სათემო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება გახდნენ თემის მობილიზაციის წარმომადგენლები და შეინარჩუნონ თემის ფინანსური მდგრადობა, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი სოციალური საწარმოების დასაფინანსებლად. სულ ჩამოყალიბდება 8 სოციალური საწარმო.  საწარმოში პროექტის დაფინანსება იქნება მთლიანი ინვესტიციის 70%, ხოლო 30% – თემის თანამონაწილეობა. სოციალური საწარმოს მიერ მიღებული მოგება მოხმარდება თემში არსებულ საჭიროებებს. სავარაუდოდ, საწამოს ჩამოყალიბება სარგებელს მოუტანს სულ მცირე 1 600 ოჯახს.

პროექტით  აგრეთვე გათვალისწინებულია ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 16 პროექტის დაფინანსება: 4 – პირველ წელს, 6 – მეორე და 6 პროექტი მესამე წელს. თემის მხრიდან თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50%-სა, რაც გამოიხატება თანხობრივად, მასალებისა ან შრომითი მონაწილეობის სახით. განხორციელებული პროექტებით ისარგებლებს დაახლოებით 5 000 ოჯახი სამიზნე არეალში.

დღეისათვის, პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 8 ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, როგორიცაა სასმელი წყლის შიდა ქსელი რეაბილიტაცია, სოფლის შიდა ხიდების რეაბილიტაცია, სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და ა.შ.

გარდა ამისა, ჩატარდა შესაძლებლობათა განვითარების ტრენინგები იმ სათემო კავშირებისათვის, ვინც  პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ტრენინგები სათემო ორგანიზაციებს დახმარებას გაუწევს სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და სათემო გავითარების გეგმის შექმნაში.

ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა

სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების გაზრდა. უკეთესი პროდუქციის საწარმოებლად საჭიროა უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გადაცემა ფერმერებისათვის, რასაც პროექტი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის საშუალებით გეგმავს. სადემონსტრაციო ნაკვეთები საშუალებას მისცემს ფერმერებს ნახონ ის სარგებელი, რაც გაუმჯბესებული ან თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის შედეგად მიიღწევა.

პროექტის ფარგლებში სულ იგეგმება 60 სადემონსტრაციო ფერმის ჩამოყალიბება. სადემონსტრაციო ნაკვეთზე განხორციელებული სასოფლო-საეურნეო საქმიანობის შედეგად მინიმუმ 360 ოჯახი მიიღებს სარგებელს პროდუქციისა და შესაბამისად, გაზრდილი შემოსავლის სახით.

დღეისათვის ჩამოყალიბებულია 59 სადემონსტრაციო ფერმა და დაახლოებით 264 ფერმერი ეცნობა პროექტის მიერ შეთავაზებულ ახალ და გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს მემცენარეობაში, მეცხოველეობა-საკვებწარმოებაში, მეფუტკრეობაში და სხვ.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მცირე მეწარმეების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 45 მცირე მეწარმე, რომელთაც გააჩნიათ მოტივაცია და სურვილი აწარმოონ საკუთარი მცირე ბიზნესი. დაფინანსებული ბიზნესის მეშვეობით პროექტი გეგმავს  60 ადამიანის დასაქმებასა და მეწარმეთა შემოსავლების ზრდას მინიმუმ 10%-ით. დღეისათვის შერჩეული და დაფინანსებულია 16 მცირე მეწარმე.

სამიზნე სოფლებში ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშესაწყობად პროექტის ფარგლებში გაიცა შეღავათიანი სესხები. ბანკ “კონსტანტასთან” თანამშრომლობით, პროექტმა საშუალება მისცა ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს ჩართულიყვნენ სუბსიდირებული სესხების სქემაში.  შეღავთიანი სესხების სქემა გულისხმობდა საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას 50%-ით, რაც დადებითად აისახა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებზე. კერძოდ, კონსტანტას მიერ გაცემული სესხები ძირითადად მოხმარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებს, როგორიცაა მოსავლის აღება-დაბინავება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა და ა.შ. სულ გაცემულია 104 სესხი, საშუალო ოდენობით 2500 ლარი თითოეულ ფერმერზე. სესხის ხანგრძივობა საშუალოდ ერთ წელიწადს შეადგენს. ფერმერთა უმეტესობა თვლის, რომ სუბსიდირებული სესხები მნიშვნელოვანი შეღავათია მათი ეკონომიკური საქმიანობისათვის.