ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ალტერნატივა ჯორჯიას კვლევითი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევა „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“, რომელიც დაფინანსდა „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ, პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში, 2019 წელს.
კვლევის – “ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში” მიზანია შეისწავლოს ბარიერები, რომელიც არსებობს პენიტენციურ სისტემაში ოჩთ-ის სრულფასოვნად დანერგვისთვის პენიტენციურ სისტემაში ოპიოიდებით დეტოქსიკაციის პროგრამის ყოფილი ბენეფიციარების გამოცდილებისა და დარგში მომუშავე სპეციალისტების საექსპერტო მოსაზრებების შესწავლის გზით. ასევე, გააანალიზდეს საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩო და მათი ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები პენიტენციურ სისტემაში გრძელვადიანი ოჩთ მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.