ქალის ხვედრი – გენდერული სტერეოტების დამარცხება პირადი ისტორიებით
„ქალის ყველაზე მთავარი მოვალეობა ოჯახის მოვლა და სახლში წესრიგის შენარჩუნებაა“, ასე განაცხადეს 2017 წელს ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის მონაწილეებმა – როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმა. ეს პასუხი გასაკვირი არ არის ქვეყანაში, სადაც საზოგადოებაში ნორმად ითვლება ქალთა მიმართ ძალადობა და სადაც ფემიციდის შემთხვევებიც მზარდია. ამ პირობებში გენდერული სტერეოტიპების ცვლილება იოლი საქმე არ არის, თუმცა სწორედ ეს აქვს მყარად განზრახული მარიამ ჩიქოვანს, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის 2018 წლის მონაწილეს.
მარიამი ენთუზიაზმით ეკიდება გოგონებისა და ქალების გაძლიერების საქმეს. იგი გაბედულად უმკლავდება სხვადასხვა მოვალეობას და ერთმანეთს უთავსებს სრულგანაკვეთიან სამსახურს, ტრენინგებს, სწავლასა და ახლად დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის – ტრანინგის, განათლებისა და განვითრების ცენტრის გაძღოლას. მარიამის დაინტერესება ქალთა უფლებებით შემთხვევითი არ არის: როგორც ტრენერი იგი აქტიურად მუშაობს ქალებსა და გოგონებთან სოფლებში, სადაც გენდერული სტერეოტიპებისა და ფართოდ გავრცელებული სექსიზმის გავლენები იოლად შესამჩნევია: „ხანდახან ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ გოგონებს ოცნებებიც კი არ აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი ერთადერთი არჩევანი გათხოვება, სახლზე ზრუნვა და ბავშვების გაზრდაა ყოველგვარი ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე. ისინი ფიქრობენ, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი ან უფლება შცვალონ საკუთარი ცხოვრება და არ შემოიფარგლონ მხოლოდ მორჩილი და მზრუნველი ცოლის როლით“, გვეუბნება მარიამი. მარიამს სურს ეჭვქვეშ დააყენოს და შეცვალოს დამოკიდებულები: „გვინდა დავანახოთ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს მათი ძალა, ვუთხრათ, რომ მათ აქვთ უფლება და შესაძლებლობა იყვნენ დამოუკიდებლები… სოფლად ბევრი არაჩვეულებრივი და ძლიერი ქალი ცხოვრობს, რომლებსაც შეუძლიათ მაგალითი მისცენ გოგონებს, გაუზიარონ გაბედულების, გამძლეობის და წარმატების საკუთარი ისოტირიები. ჩვენ სწორედ აქედან გადავწყვიტეთ ჩვენი მუშაობის დაწყება.“
მარიამმა სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის კიდევ ერთ მონაწილესა და მეგობართან, თამარ კაპანაძესთან ერთად დაიწყო პროექტი სახელწოდებით „ისტორიები ცვლილებებისთვის“, რომელსაც თბილისის ადამიანის უფლებების სახლი აფინანსებს და რომელიც განკუთვნილია გარდაბანის მუნიცპალიტეტ სოფელ სართიჭალაში მცხოვრები გოგონებისთვის. პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ და ასევე შეაგროვეს მათ სოფლეში მცხოვრები აქტიური და წარმატებული ქალების ამბები. მარიამი ამბობს, რომ სამოქალაქო ლიდერობის პროგრამა ფასდაუდებელი აღმოჩნდა პროექტის დიზაინისა და კამპანიის დანერგვა-განხორციელების ეტაპზე: „სამოქალაქო ლიდერობის პროგრამამ მოგვცა პრქტიკული, ტექნიკური ინფორმაცია, რაც გამოვიყენე განაცხადის წერისა და ჩემს თემში კამპანიის ჩატარების პროცესში. მსურდა დავხმარებოდი გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს, რომ უფრო მამაცები, საკუთარ თავში დარწმუნებულები და საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის მზად ყოფილიყვნენ. ამიტომ მეც მჭირდებოდა ამ მიზნის მისაღწევად პროექტის განხორციელებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება. მე საპროექტო განაცხადი დავწერე და ადამიანის უფლებების სახლიდან დაფინანსება მოვიპოვე სწორედ სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის გავლის შემდეგ.“
მარიამი და მისი მეგობრები გეგმავენ ქალთა პრობლემების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. მათი მიმდინარე პროექტის „ერთხელ მინის მიღმა“ ძირითადი საკითხია ფართოდ გავრცელებული და ხშირად უგულებელყოფილი წინაღობა, რასაც საქართველოსა და ბელორუსში მცხოვრები დასაქმებული ქალები აწყდებიან. ამ პროექტის დონორიც ადამიანის უფლებების სახლი გახლავთ და ის 2019-2020 წლებში განხორციელდება თბისლისსა და მინსკში.