“საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ არის ჯანდაცვის სექტორში მოქმედი 40-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ შექმნილი სამი კოალიციის გაერთიანება, რომლის მისიაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინტეგრირებული ზრუნვის განვითარების ხელშეწყობა.
2020 წელს “საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ” შეიმუშავა ბიოფსიქოსოციალური მიდგომის სახელმძღვანელო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, დანერგა დისტანციური სასწავლო პროგრამა. წინამდებარე ნაშრომი ეხება ინტეგრირებულ ზრუნვას, როგორც ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დანერგვის პრაქტიკულ ინსტრუმენტს. პარალელურად, იმავე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დაინერგა შესაბამისი დისტანციური სასწავლო პროგრამა.
პროექტი დაფინანსებულია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ, Bread for the World-ის მხარდაჭერით პროგრამის “ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებებისთვის” ფარგლებში.