წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ძალებით აღმოეფხვრათ ის აუტანელი და გაუსაძლისი პირობები, რაც სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას ზიანს აყენებდა.

ზოგიერთი მათგანი დანაზოგით, ზოგიერთი საკუთარი ნივთების გაყიდვით და ყველა სხვა არსებული საშუალებით ცდილობდა მოეგროვებინათ საკმარისი თანხა სკოლაში არსებული საკლასო ოთახების იატაკის შესაკეთებლად, რომელიც 1982 წელს იქნა მოპირკეთებული და დღითიდღე უქმნიდა საფრთხეს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას.

„სწორედ ამ დროს “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის” ინიციატივით სოფელში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩატარდა, სადაც შევიტყვეთ, რომ სოფელში ხორციელდება კომპანია „BP“-ს მიერ ინიცირებული და დაფინანსებული პროექტი, რომლის მიზანია თემების სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. თითქოს ეს შესაძლებლობა ღმერთმა გამოგვიგზავნა“ – მადლიერებით აცხადებს განთიადის საჯარო სკოლის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი, ბატონი ალექსანდრე მარკოიძე.

შეხვედრაზე შეკრებილი სოფლის მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ მხარი განთიადის  სკოლის იატაკის რეაბილიტაციის პროექტს დაუჭირა და ადგილობრივი სათემო კავშირის დიდი ძალისხმევის შედეგად, პროექტიც დამტკიცდა.

უამინდობასა და მკაცრ ზამთარს, ხელი არ შეუშლია სოფლის მოსახლეობისთვის; მასწავლებლები, მათ შორის მოსწავლეები, მათი მშობლები და სხვა თანასოფლელები არ ზოგავდნენ თავს იმისათვის, რომ თემის თანამონაწილეობა სრულყოფილად შეესრულებინათ.

პროექტის განხორციელების შედეგად, განთიადის სკოლის 15 საკლასო ოთახის იატაკი დაექვემდებარა სრულ რეაბილიტაციას. მოეწყო ახალი ბეტონის საფარი და დაიგო ლამინირებული იატაკი.

სუფთა და ჯანმრთელ გარემოში აღდგენილი სასწავლო პროცესით კმაყოფილი და მადლიერი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსწავლეების დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა და ბევრად პოზიტიური გახდა. – “ისინი უფრო მეტად უფრთხილდებიან საკლასო ოთახებს, რადგან  აფასებენ იმ შედეგს, რაც ერთობლივად, პროექტისა  და სოფლის ძალისხმევით მიიღეს”.