რეფორმის გაცხადებული მიზანია სწავლების თანასწორობისა და სრულყოფის მიღწევა – სკოლები გადავიდნენ სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე და განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რაც განათლების მოქნილობასა და ხელმისაწვდომობაში აისახა. ასევე, რეფორმის მიზანია სკოლის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის აღქმა ლიდერ მასწავლებლების-ლერნდიზაინერების დახმარებით.
ლერნდიზაინერები არიან სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მასწავლებლები, რომლებიც დირექტორებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ როგორც სასწავლო პროცესში, ისე სკოლის მართვაში.
სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რეფორმამ მოიტანა დადებითი ცვლილებები, ახალი სასწავლო კულტურის დანერგვისა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესების კუთხით; შეიქმნა თანაბარი პირობები და შემცირდა განსხვავება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას შორის. მოდელის ნაკლად მიიჩნევა მისი იმპლემენტაციის პროცესის სისუსტე და მასწავლებლის ახალი როლის ბუნდოვანება, რომელიც ჯერაც არ არის ფორმალიზებული.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს იგეგმება რეფორმირების მეორე ეტაპის დაწყება.