კვლევის ობიექტი: კვლევის ობიექტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა (პროექტი), აჭარის სოფლად განვითარების სტრატეგია და საქართველოს 2015-2017 წლების რეგიონული განვითრების პროგრამა.
კვლევის მიზნები და ამოცანები:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის გაცნობა, პროექტში არსებული ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, მათი გაანალიზება;
- აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2016-2017 წლებში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესწავლა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტთან შედარება;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2020 წლების, სოფლის განვითარების სტრატეგიის გაცნობა, სტრატეგიის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, მათი გაანალიზება;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების გამოვლენა, მისი გადაწყვეტის გზების შეთავაზება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტთან შედარება;
- საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შესაბამისობის შესწავლა;