ისევე, როგორც ნებისმიერი ორგანიზაცია, არაკომერციული ორგანიზაციებიც გადიან ორგანიზაციული განვითარების გარკვეულ ეტაპებს. ორგანიზაციის განვითარებასთან ერთად სახეს იცვლის საბჭოც. იმ ქვეყნებში, სადაც არაკომერციული ორგანიზაციების განვითარებას დიდი ისტორია აქვს, ძირითადად გამოყოფენ სამი ტიპის საბჭოს და ასევე მოცემული საბჭოების მოდიფიკაციებს.