ზურაბ ჯანიკაშვილი ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი ხელით აშენებულ სახლში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს “ხელოსნობა ერთმა კარგმა კაცმა ასწავლა”, დანარჩენი კი, როგორც ჩანს მარჯვე ხელებისა და მუყაითი შრომის შედეგია.
პროექტის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში,ზურაბმა მონაწილეობა მიიღო საგრანტო კონკურსში, წარმატებით გაიარა კონკურსის ორი ეტაპი, ტრენინგის მეშვეობით შეისწავლა ბიზნეს გეგმის მომზადება და მოიპოვა გრანტი საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გასაფართოებლად.
ზურაბი მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯს ამზადებს, გამოირჩევა დიდი პასუხისმგებლობითა და პუნქტუალურობით. ამჟამად რადგან მაღაზიები დაკეტილია, მიუხედავად სამშენებლო მასალების ნაკლებობისა, მაინც შეძლო და დაასრულა საწარმოო ფართის მშენებლობა და პროექტის ფარგლებში შეძენილი დაზგა-დანადგარებიც განათავსა.