ადგილობრივი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ქ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 2019 წლის 7 თებერვალს ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო სექტორის 50-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ბიზნესისა და აკადემიური წრეებიდან.
ადგილობრივი დიალოგის თემა იყო თანამონაწილეობითი რეგიონული დაგეგმვა. შეხვედრის პირველ ნახევარში მონაწილეებმა მოისმინეს გამოყენებითი კვლევის პრეზენტაცია “შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონი”. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის მოკლე სესია, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია საკითხებზე – თუ რა არის ფუნქციური რეგიონი, როგორ შეიძლება შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონის გამოყოფა და რომელი ქალაქები ქალაქები წარმოადგენს შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონის მიზიდულობის მთავარ ცენტრებს და ა.შ.