CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

საჯარო პოლიტიკის ანალიზი და დაგეგმვა

კურსის წარდგენა: რატომ არის საინტერესო აღნიშნული კურსი?

კვალიფიციური ანალიზი და რჩევა აუცილებელია რეფორმების პროცესის დასაჩქარებლად

საბჭოთა პერიოდში პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების განსავითარებლად მრჩევლებზე დიდი მოთხოვნილება არ იყო, რადგან ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ქმედებები ძირითადად ნაკარნახევი იყო იდეოლოგიური მოსაზრებებით და საზოგადოებისგან თითქმის არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებოდა. ახალ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში დადგა საჭიროება უკეთ გავიაზროთ პოლიტიკური პროცესების არსი. ამ საჭიროებას ეხმაურება აღნიშნული კურსი.

სასწავლო მიზნები

მონაწილენი გაეცნობიან:

  • პოლიტიკის ანალიზის საფუძვლებს
  • ყველაზე ხშირად გამოყენებად ინსტრუმენტებს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით.
  • შესაძლებლობა ექნებათ ჩამოაყალიბონ პრაქტიკაზე ორიენტირებული კვლევითი თუ სხვა სახის პროექტები

კურსის ძირითადი თემები

  • პოლიტიკის ანალიზი როგორც პრობლემის გადაწყვეტის კონცეპტუალური ჩარჩო
  • პოლიტიკის ანალიზის კონტექსტი – საჯარო პოლიტიკური პროცესი
  • გადაწყვეტილებათა მიღების მოდელები
  • საჯარო პოლიტიკის აქტორები
  • პრობლემის ანალიზი და პრობლემური განაცხადის ჩამოყალიბება
  • Ex ante – პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული გზებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების ძიება
  • Ex post – პრობლემის გადაწყვეტის პროცესის მონიტორინგი და შეფასება
  • პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების სწრაფი და გამოყენებითი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გაცნობა

ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურსი?

  • საჯარო სექტორის მოხელეთათვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მრჩევლის ან კონსულტანტის ოფიციალური შტატები რაოდენობრივად საკმაოდ მცირეა, საჯარო მოსამსახურეთა დიდი უმრავლესობა თავისი ფუნქციით მრჩეველია და ეხმარება მაღალი რანგის თანამდებობის პირებს გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • არსებული საკითხებით დაინტერესებული სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებისთვის
  • სახელმწიფო სექტორის რეფომირების პროცესში ჩართული და დაინტერესებული პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.