CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ფონდების მოძიება

კურსის წარდგენა

Fundraising is friends rising

თუ გვინდა, რომ ჩვენი ორგანიზაცია მისი საქმიანობიდან გამომდინარე მდგრადად განვითარდეს და ამავე დროს გვჭირდება, რომ არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთი სახის - მხოლოდ უცხოელი დონორების დაფინანსებაზე, შესაძლებელია დახმარება და მხარდაჭერა ადგილობრივად, ჩვენს ქვეყანაშიც ვეძიოთ. ის, რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა გუშინ, დღეს უკვე შესაძლებელია. რაც დღეს არის წარმოუდგენელი, შეიძლება ხვალ რეალობად იქცეს.

სასწავლო მიზნები

ტრენინგის მონაწილეებს:

  • საშუალება ექნებათ გაიაზრონ ფონდების მოძიების კონცეფცია
  • განსაზღვრონ ფონდების მოძიების სტრატეგია
  • დასახონ კამპანიისა თუ ღონისძიების მიზნები და განხორციელების გეგმა
  • შეაფასონ თავიანთი ორგანიზაციული შესაძლებლობები ფონდების მოძიების სტრატეგიიდან გამომდინარე და დასახონ გაუმჯობესების გეგმა

კურსის ძირითადი თემები

  • რატომ გვჭირდება ფონდების მოძიება
  • არსებული სიტუაცია და სამომავლო პერსპექტივები
  • რატომ და ვინ შეიძლება დაგვაფინანსოს
  • ფონდების მოძიების კამპანიის დაგეგმვა
  • ფონდების მოძიების ღონისძიების დაგეგმვა
  • კამპანიისა და ღონისძიების შეფასება

ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურსი?

  • არსებული საკითხით დაინტერესებული ყველა ისეთი ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, ვისაც აქვს სურვილი და ხედავს თანხების მოზიდვის შესაძლებლობას ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიებიდან, დაწესებულებებიდან და/ან ფართე საზოგადოებისგან.