CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ექსკლუზიურად საზოგადოებრივი და საჯარო ორგანიზაციებისათვის

თუ თქვენ ბრძანდებით საზოგადოებრივი და/ან საჯარო სექტორში მომუშავე მენეჯერი უდაოდ დაგაინტერესებთ რა სპეციფიკა გააჩნია ასეთი ორგანიზაციების ფინანსების ადმინისტრირებას. სწორედ ამ საკითხების გარკვევაში დაგეხმარებათ კურსი არასამეწარმეო ორგანიზაციის ფინანსური მართვა.

თუ გაინტერესებთ როგორ უნდა მოიძიოს რესურსები საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ კერძო დონორებისა და საზოგადოების მხარდაჭერით, ეწვიეთ ტრენინგ კურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ფონდების მოძიება.

თუ დაინტერესებული ხართ საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოლექტიური ორგანოს, გამგეობის როლისა და წვლილის გაუმჯობესებით, ეწვიეთ ტრენინგ კურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამგეობის ეფექტური მუშაობა.

თუ საჯარო პოლიტიკის ფორმირების საკითხების უფრო სიღრმისეული გაგება თქვენი სამუშაოს გააზრებისათვის გჭირდებათ, და თუ გსურთ უფრო კვალიფიციურად ჩაერთოთ საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესებში, დაესწარით საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის ტრენინგს.

თუ გაინტერესებთ  მუნიციპალიტეტებისთვის  წლიური ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით მომზადების მეთოდები, გსურთ დაეუფლოთ მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისა და შეფასების ტექნიკებს და ამ სფეროში სხვა საინტერესო საკითხებს, დაესწარით ტრენინგ-კურს მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვა

არსებული კურსები შემუშავებულია ფონდი კონსულტაციისა და ტენინგების ცენტრის ტრენერების მიერ.

ტრენინგები ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მასალებსა და გამოცდილებას, მათ შორის „Oklahoma School Board Association“-ის, „NISPACEE“ (Network of International Schools of Public Administration in Central and Eastern Europe) და „UNDP“-ის მიერ შექმნილი ტრენინგის „საჯარო პოლიტიკის მრჩეველი“, ფილიპინური საკონსულტაციო კომპანია „Venture for Fundrising“, სლოვაკური ორგანიზაცია „Corporate Philantrophy Center“.

მოცემული ტრენინგების ჯგუფს კურატორობას უწევს თამარ ცირეკიძე.