CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

პროექტების მართვა

თანამედროვე რეალობაში პროექტული მუშაობა დამახასიათებელია სხვადასხვა სექტორის ნებისიმიერი სახის ორგანიზაციისთვის. შესაბამისად მზარდია მოთხოვნა პროექტის ციკლის მართვის უნარებსა და ცოდნაზე.

თუ თქვენ ბრძანდებით საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საჯარო სექტორის წარმომადგენელი და თქვენი ორგანიზაციის მუშაობა ძირითადში საგრანტო განაცხადების და/ან სახელმწიფოს დაფინანსებაზეა დამოკიდებული, ჩვენ გთავაზობთ ტრენინგ კურსს განვითარების პროექტების დაგეგმვადა განხორციელება; ეფექტების კარტოგრაფია (Outcome Mapping).

თუ თქვენ წარმოადგენთ ბიზნეს ორგანიზაციას, გთავაზობთ ტრენინგ კურსს პროექტის მართვა.

შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრენინგები პროექტის ციკლის მართვის ცალკეულ კომპონენტზეც. მაგალითად, პროექტის გეგმის შედგენა, პროექტების მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშგება და სხვა.

თუ მოცემულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება გაინტერესებთ, გთხოვთ იხილოთ კონსულტაციების ჩამონათვალი.

არსებული კურსები შემუშავებულია ფონდი კონსულტაციისა და ტენინგების ცენტრის ტრენერების მიერ პროექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მიდგომების გათვალისწინებით. კურსები ასევე ეფუძნება ჰოლანდიური ტრენინგებისა და საკონსულტაციო კომპანიის ”MDF”, გერმანული ტექნიკური დახმარების (GIZ) და ბრიტანული ტრენინგებისა და კონსულტაციების კომპანია Bywater-ის გამოცდილებას და სასწავლო მიდგომებს.

მოცემული ტრენინგების ჯგუფს კურატორობას უწევს ბესარიონ სულაბერიძე.